Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბორის ჯონსონი: ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე

მარშალ პრესი 29/06/2022
ბორის ჯონსონი

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე, პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენოს, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ.

რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, აღნიშნული დახმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

Post navigation

Previous: შარლ მიშელი: ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია – გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო
Next: ნატოს სტრატეგიული კონცეფცია: ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.