Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე

მარშალ პრესი 29/06/2022
ილია დარჩიაშვილი

ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგ, ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-სთან ძალიან ღია, დინამიური ურთიერთობები აქვს.

„სენატორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეცვალა მოსაზრებები და გავუზიარეთ სენატორებს ის გეგმები, რომელიც საქართველოს აქვს, ის შედეგები, რომელიც საქართველომ მიიღო რეფორმების გზაზე და ვფიქრობ, საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ნატო-სთან გვაქვს ძალიან ღია, ძალიან დინამიური ურთიერთობები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირთან, ნატო-სთან ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე. ეს პროცესი არის დინამიური და ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: ნატოს სტრატეგიული კონცეფცია: ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით
Next: პრემიერი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.