Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს

მარშალ პრესი 10/01/2026
giorgi gamsaxurdia

გიორგი გამსახურდია, 2024 წლის დეკემბერში, ამერიკელ გავლენიან პირთან საუბარს იხსენებს, სადაც მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველანაირი წნეხი მოიხსნებოდა და უსარგებლო ორგანიზაციებიც დაიხურებოდა. როგორც გამსახურდია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა, უკვე მერამდენედ, საქართველოსთვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით გაატარა სახელმწიფოს. მისივე თქმით, სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ისინი, ვინც სხვისი “შპარგალკებით” თამაშობენ.

“2024 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, პრეზიდენტ ტრამპს არჩევნები უკვე მოგებული ჰქონდა. მძინარე ჯოს დამარცხებულ მავნებელ ადმინისტრაციას კი, ქართველ აკაცუკებთან ერთად, ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ მთელი მასშტაბით ფრონტი გაშლილი. ჩემი ამერიკელი მეგობარი შემხვდა ბუდაპეშტში, საკმარისად გამოცდილი და გავლენიანი (სახელს და გვარს არ დავასახელებ), ამ კაცმა მითხრა, შევა თუ არა ბატონი პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში, წნეხიც მოიხსნება და ყველაფერი გამოსწორდებაო, ასევე ყველა ამ უსარგებლო ორგანიზაციებს დახურავს და მთავარია, ახლა თქვენ ეს ორი თვე გაუძლოთ, რომ შეცვლილი რეალობა არ დახვდეთ ახლებს ადგილზეო. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ კიდევ მერამდენედ, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა. ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით/ეძახდით პოლიტიკოსებს სხვისი შპარგალკებით და ათასი თითლიბაზობით მოთამაშეებს.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ
Next: იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.