Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ

მარშალ პრესი 10/01/2026
davit chikhelidze

ევროპულ პოლიტიკაში აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: გარკვეული ჯგუფებისთვის დემოკრატია ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ იდეოლოგიურ გემოვნებას ემთხვევა. იააკ მედისონის შეფასება ALDE-ის შესახებ სწორედ ამ წინააღმდეგობას უსვამს ხაზს, და გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია მას არ დაეთანხმო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ.

„ევროპულ პოლიტიკაში, აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: გარკვეული ჯგუფებისთვის დემოკრატია ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ იდეოლოგიურ გემოვნებას ემთხვევა. იააკ მედისონის შეფასება ALDE-ის შესახებ სწორედ ამ წინააღმდეგობას უსვამს ხაზს , გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია მას არ დაეთანხმო.

ALDE იქცევა ისე, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოები კი არა, იდეოლოგიური ფილიალები იყვნენ. როცა ამომრჩეველი იღებს „არასწორ“ გადაწყვეტილებას, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: მორალური ლექციები, ზეწოლა და დემოკრატიის სახელით, დემოკრატიისვე გაუფასურება. არჩევნების შედეგების იგნორირება და ხალხის ნების გადაფარვა ვერანაირად ვერ შეეთავსება ლიბერალურ ღირებულებებს, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეს სიტყვები.
არანაკლებ პრობლემურია მედიის ქცევა. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტიკის ნაწილი უკვე აღარ ცდილობს ნეიტრალიტეტს, ისინი უბრალოდ მხარეს ირჩევენ. როდესაც

პარტიას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს, ყოველგვარი კონტექსტისა და ანალიზის გარეშე „ულტრამემარჯვენეს“ უწოდებ, ეს აღარ არის ინფორმირება. ეს არის იარლიყის მიწებება და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია.

ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ სწორედ ეს წრეები ლაპარაკობენ ტოლერანტობაზე, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე, მაგრამ რეალურად ვერ იტანენ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. განსხვავებული პოზიცია მათთვის საფრთხეა და არა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილი.

არასწორია ALDE-ეს მიდგომა, როცა იდეოლოგია დგას ხალხის ნებაზე მაღლა, რის გამოც ხალხის მიერ გამოხატული ნება მათი კრიტიკის საგანი ხდება, რადგან ის (ნება) მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. რაც დემოკრატიას აზიანებს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც – ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს
Next: ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.