Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს

მარშალ პრესი 10/01/2026
levan nikoleishvili

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“ ნიკოლეიშვილის შეფასებით, როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.

„განა რამე განსაკუთრებული ხდება, მაგრამ როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული. ბატონი მედისონი მკაცრ და სისტემურ კრიტიკას უპირისპირებს როგორც ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს, ისე მედიასივრცეში დამკვიდრებულ დომინანტურ ნარატივს.

მისი შეფასებით, ALDE არ წარმოადგენს პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესების დამცველ პოლიტიკურ ჯგუფს; იგი ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში. ამასთან, მედისონი სვამს ფუნდამენტურ კითხვას მედიის როლთან დაკავშირებით: რამდენად შესაძლებელია ჟურნალისტური ნეიტრალიტეტი გარემოში, სადაც პოლიტიკური სიმპათიები აღარ იმალება და ხშირად ღიად დემონსტრირდება? როგორ შეიძლება პროფესიულ ეთიკაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ სრულიად სერიოზულად „ულტრამემარჯვენე“ იარლიყი მიაკრას პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს? ეს უკვე აღარ არის განსხვავებული მოსაზრებების საკითხი, ეს არის დემოკრატიული ლეგიტიმაციის გაუფასურების, მედიის პასუხისმგებლობის ეროზიისა და პოლიტიკური რეალობის მიზანმიმართული დეფორმაციის პრობლემა.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს
Next: ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.