Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც – ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს

მარშალ პრესი 10/01/2026
irakli cheishvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების მასშტაბურ ზრდის გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება იგივე, რასაც USAID-ი აკეთებდა საქართველოში.

როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, კვლავ გაგრძელდება ექსტრემიზმის, რევოლუციური სცენარების და მიტინგების დაფინანსება, თუმცა, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმალურად გააკონტროლებს ქვეყანაში შემოსულ დაფინანსებას მიღებული კანონების შესაბამისად.

“USAID-ი რას ემსახურებოდა მსოფლიოში და მით უფრო, საქართველოში, ყველა კარგად ვხედავდით. საქართველოში რასაც აფინანსებდა USAID-ი – არეულობას, მიტინგებს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, იგივე ვერ განხორციელდება, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა.
წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც. ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს.
[კანონებზე] გვერდის ავლის მცდელობები ექნებათ, ეს არ არის დღევანდელი სცენარი, ეს არის “დიფ სთეითის” გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეცდებიან, კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ თანხების შემოდინება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მყისიერი რეაგირება და მაქსიმალური კონტროლი გვექნება ნებისმიერ შემოსულ დაფინანსებაზე.” – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს არჩევანი არ არის „გაუაზრებელი” ნეიტრალიტეტი, არამედ გააზრებული პრაგმატიზმი – საკუთარი ეკონომიკის აგება ისე, რომ გარე შოკები შიდა კრიზისებად არ გადაიქცეს
Next: ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.