Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

მარშალ პრესი 08/01/2026
levan machavariani

სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრისა.

მისივე თქმით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც იმედს გამოთქვამენ რომ ისინი შეცვლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ისევ ვხედავთ მათ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებებს, რომ თითქოს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ასწრებენ გატარებული რეფორმებით. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არც უკრაინასა და არც მოლდოვაში, ფაქტობრივად, ოპოზიციური მედია საშუალება არ არსებობს.

რიტორიკა არის უცვლელი და ეს ყველაფერი ეფუძნება რაღაც აღქმებს – უნდათ, რომ დააფუძნონ რაღაც აღქმები. თუმცა, ისინი ვერ აანალიზებენ, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ამ ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: აშშ-ს გასვლა ვენეციის კომისიიდან ცალსახად ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღარ აღიარებს ევროპულ ნორმატიულ იურიდიულ არბიტრაჟს სავალდებულო ინსტრუმენტად
Next: გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.