Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

მარშალ პრესი 08/01/2026
guram macharashvili

ჩვენ გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, – განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტებს აგზავნიდა, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად პოლიტიკურ დასკვნებს იღებდა.

„ჩვენ გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ჩვენ ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს. ახლა მგონი გასაკვირი არ არის რასაც უკვე ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია 66 საერთაშორისო ორგანიზაციაზე, მათ შორის ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც არის უსარგებლო და მისი დასკვნები სხვა ქვეყნების მიმართ უსამართლოდ არის გამოყენებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სიტყვები. ეს არის ამერიკის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის სიტყვები. ცხოვრებას აქვს ბუმერანგის პრინციპი, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ევრობიუროკრატიამ დათესა უსამართლობა, სხვა სახელმწიფოებში უსაფუძვლო ჩარევა და ახლა თვითონ იმკის ამას. რატომღაც უკვირს ის, რომ ამერიკიდან ახლა იღებს ზუსტად იმას, რასაც უსამართლოდ თვითონ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებდა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში
Next: ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.