Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი – ადამიანს

მარშალ პრესი 07/01/2026
shalva papuashvili

საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი – ადამიანს. ამას მიუთითებს სწორედ პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ, სიტყვის თავისუფლების სახით, შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს. მათ შორის იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ, არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას.

მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოს მოახვიეს გამრუდებული იდეა ლიბერალიზმის.

„ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ბალანსი და ჰარმონია. სამწუხაროა, ის გამრუდებული იდეა ლიბერალიზმის, რომელიც წლების განმავლობაში თავს ეხვეოდა სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანას. დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლება და უპირველეს ყოვლისა აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ის, რომ ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამით მიეცა ყველას შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა ისაუბროს, რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება, მათ შორის არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითი არის საქართველო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, თავდასხმა სიტყვიერი არა თუ დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ დონორი ორგანიზაციებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან. ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუვარდნენ და გამოლანძღეს, ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ელჩის მხრიდან და ფინანსდებიან უხვად ბრიუსელიდან. ეს არის სწორედ, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი – ადამიანს. ამას მიუთითებს სწორედ პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ, სიტყვის თავისუფლების სახით, შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს. მათ შორის იმის სულს ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ყური დავუგდოთ, არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ასეც გაგრძელდება, ვიყოთ რწმენაში მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის და ჩვენი ხელისუფლების
Next: უნდათ, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებულმა მედიებმა ქართველი ხალხი აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ განაწყონ. ეს არის ბოროტი განზრახვის ჩამოგდება ქართულ და ამერიკულ ურთიერთობებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.