Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ასეც გაგრძელდება, ვიყოთ რწმენაში მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის და ჩვენი ხელისუფლების

მარშალ პრესი 07/01/2026
mikheil kavelashvili

დღეს, როცა მთელ მსოფლიოში გლობალური გამოწვევებია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე. დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში და უფრო მეტი რწმენის სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო.

მისი თქმით, შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე.

„არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში ვიდრე დღევანდელი დღე – ქრისტეს შობა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მღვდელმთავრები, ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესი ასე ზრუნავენ და უდიდესია მათი ღვაწლი და ფასი, რომ ჩვენ ერში ასეთი დიდია ქრისტიანული მრწამსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავიმყაროთ ჩვენ რწმენა, რადგან 1 700 წელს ითვლის, რაც ჩვენი ერი ეზიარა ქრისტიანობას. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული თუ რას გადაურჩა და რამდენჯერ გადარჩა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე. შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე, სწორედ ეს შერწყმა არის ჩვენი სამშობლოსი ქრისტიანობასთან. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში სწორედ თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს აყენებს.

„თავისთავად, ყოფით ნაწილში თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ვალდებულება და მოვალეობა გვაკისრია და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში სწორედ თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, თავისი სამშობლოს გამოწვევებს აყენებს და ასეც გაგრძელდება. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენ გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება. მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე. ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე და გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან ამოღებულია ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერის შესახებ ვალდებულება
Next: საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი – ადამიანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.