Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნდათ, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებულმა მედიებმა ქართველი ხალხი აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ განაწყონ. ეს არის ბოროტი განზრახვის ჩამოგდება ქართულ და ამერიკულ ურთიერთობებში

მარშალ პრესი 07/01/2026
shalva papuashvili

ეს არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ, თითქოს აშშ-ის საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, მიიჩნევს თუ არა ადრესატად მისი გუნდი ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, სადაც მარკო რუბიო ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ვენესუელის მსგავს რეჟიმებს დასავლეთ ნახევარსფეროში და არ მისცემს სივრცეს „ჰეზბოლას, ირანსა და მავნე გავლენებს“, რომელი განცხადებაც გუშინ საქართველოში ამერიკის საელჩომ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

„ხელს რა გიშლით, რომ ჰკითხოთ შეერთებული შტატების საელჩოს?! სამარცხვინოა, რომ ჩრდილოვანად, ევროპიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილს სწამებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. ეს არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ, თითქოს აშშ-ის საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება. წერა-კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტის ცოდნის ამის გაგებისთვის. უნდათ, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებულმა მედიებმა ქართველი ხალხი აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ განაწყონ. ეს არის ბოროტი განზრახვის ჩამოგდება ქართულ და ამერიკულ ურთიერთობებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი – ადამიანს
Next: საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.