Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან ამოღებულია ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერის შესახებ ვალდებულება

მარშალ პრესი 07/01/2026
205

ევროპამ და აშშ-მა, პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიცია წარმოადგინეს, მიესალმნენ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის მხარდაჭერით და წარადგინეს დეტალური გეგმა კიევის გრძელვადიანი გაძლიერებისთვის, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგების შესახებ, – წერს გამოცემა POLITICO. მხარდაჭერის ნიშნად, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, დადებითად შეაფასეს ევროპელების მუშაობა იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს უსაფრთხოების გარანტიას შესთავაზებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც აღნიშნა, რომ ევროპელები, ამერიკელები და უკრაინელები შთანხმდნენ უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გამოცემის ცნობით, “პარიზში გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები ვერ გააქარწყლებს ეჭვებს აშშ-ის მიერ უკრაინისა და ევროპის კონტინენტის მხარდაჭერისადმი ერთგულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იმედი იყო, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებდა, საბოლოო დეკლარაციას მხოლოდ “მსურველთა კოალიციამ” მოაწერა ხელი.”

უკრაინისთვის განკუთვნილ მრავალეროვნულ ძალებში ამერიკის მონაწილეობის დეტალები ამოღებულია POLITICO-ს მიერ ნანახი ადრინდელი პროექტიდან. იმ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ აშშ აიღებდა ვალდებულებას, „დახმარებოდა ძალებს თავდასხმის შემთხვევაში“ და უზრუნველეყო სადაზვერვო და ლოგისტიკური მხარდაჭერა. სტატიის თანახმად, ლიდერებმა ასევე თავი აარიდეს აშშ-ის ვალდებულებების სანდოობაზე საუბარს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა.

Post navigation

Previous: პატრიარქის საშობაო ეპისტოლე /2025-2026
Next: რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ასეც გაგრძელდება, ვიყოთ რწმენაში მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის და ჩვენი ხელისუფლების

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.