Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები, მის გადასაჭრელად, პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს – შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს

მარშალ პრესი 05/01/2026
archil gorduladze

საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები და რა თქმა უნდა, ამ გამოწვევის გადასაჭრელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, განაცხადა. მისი თქმით, იმ არარეალურ ფასებს, რომელიც საქართველოში ფიქსირდება მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სათანადო პასუხი სჭირდება და პარლამენტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვისაც.

“როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ფორმატში, აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება – შეიქმნება შესაბამისი კომისია იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს. იმ არარეალურ ფასებს, რომელიც გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენს მეზობელ ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ამავე ქვეყნებში, გაცილებით მეტი ხარჯის გაწევა უწევს ბიზნესს, ჩვენს ქვეყანაში მარჟებზე, რომელიც არის სხვა ქვეყნებზე გაცილებით დიდი, ვიდრე სხვა ქვეყნებში – ამას სათანადო პასუხი სჭირდება და თუ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება იქნება, პარლამენტი ამაზეც არ დაიხევს უკან. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად იქნება, რომ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებისკენ არის მიმართული, მყისიერად ვუპასუხოთ.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, ეს აღიარება უკან წაიღონ
Next: აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში. როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.