Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში. როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს

მარშალ პრესი 05/01/2026
levan machavariani

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა USAID-ის პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში. “როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ მსხვილ ორგანიზაციას, USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში, ამით ყველაფერი ნათქვამია.

მეორეს მხრივ, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID-ი იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ქვეყნის ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ა.შ. ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათქვამია” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. ცნობისთვის, ამ თემაზე შეფასება გააკეთა კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა, რომლის განცხადებით USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.

Post navigation

Previous: საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები, მის გადასაჭრელად, პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს – შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს
Next: ლევან მაჭავარიანი პრემიერის ინიციატივაზე: „ქართული ოცნება“ პრობლემებს არასდროს გაურბის, ჩვენ ვრეაგირებთ კონკრეტული ნაბიჯებით. სურსათის ფასების შესწავლა უკვე დაწყებულია, შექმნილია სამთავრობო ჯგუფი ამასთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.