Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, ეს აღიარება უკან წაიღონ

მარშალ პრესი 05/01/2026
levan machavariani3

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინიტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას. მაჭავარიანი განცხადებით, ის, რაც რამდენიმე წლის წინ ვენესუელის სახელმწიფომ გააკეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებად“ გამოცხადების შესახებ, სასურველია, რომ გააუქმონ.

„ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“ ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან აშშ-ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს აშშ-ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა. ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე გადაწყდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესში შედის.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე
Next: საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები, მის გადასაჭრელად, პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს – შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.