Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე

მარშალ პრესი 05/01/2026
volski

ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ბრიუსელი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით.

„ბრიუსელის პოლიტიკა არ არის დამყარებული მყარ საფუძვლებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში არსებული ვითარებას, განვითარების რეალურ ანალიზს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იქნეს მიმართული სამხრეთ-კავკასიისკენ და კერძოდ, საქართველოსკენ, რომელიც შეიძლება გამოდგეს ტრიგერი უშველებელი არეულობისათვის, დაძაბულობისათვის, რომელიც სამხრეთ-კავკასიას ემუქრება თუ კი ბრიუსელის პოლიტიკა განვითარდა. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ, ყოველ დღე ვადევნებთ თვალს არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უახლოეს მომავალში ურთიერთობის დარეგულირებაზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გზიდან უნდა გადავუხვიოთ. ჩვენი სტანდარტი არის ზუსტად ის, რასაც თუნდაც ევროსაბჭო ყოველკვირეულად აქვეყნებს საქართველოს წარმატებების შესახებ ნებისმიერი მიმართულებით ჩვენ წინ ვართ, ჩვენ ეს ვიცით და ამ გზას არ გადავუხვევთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად სიტყვა „შეშფოთებას“ ირჩევს
Next: ვენესუელისგან ჩვენ ვისურვებდით, რომ რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, ეს აღიარება უკან წაიღონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.