Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად სიტყვა „შეშფოთებას“ ირჩევს

მარშალ პრესი 05/01/2026
france

იმ სიტყვებს შორის, რომლებიც ფრანგების განწყობის აღსაწერად შეირჩა, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი შეშფოთებას ასახელებს, მიუხედავად რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებისა, – იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.

სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის კვლევაზე დაყრდნობით – „შეშფოთება“ – ფრანგებისთვის საკვანძო სიტყვაა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფრანგები ასევე თავს გრძნობენ „გაღიზიანებულად, გაბრაზებულად და დაღლილად“ იმით, რაც ქვეყანაში (საფრანგეთში) ხდება.

ფრანგები თვლიან, რომ მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი (44%), გააძლიეროს ბრძოლა უსაფრთხოების საკითხებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან (39%), შეამციროს ეროვნული ვალი (38%) და გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემა (36%).

გარდა ამისა, მოქალაქეების 35%-მა გამოთქვა შეშფოთება პოლიტიკური არასტაბილურობის, ხოლო 33%-მა – გაზრდილი იმიგრაციის შესახებ.

საერთო ჯამში, საფრანგეთის მაცხოვრებლების 46% თვლის, რომ 2026 წელი გასულ წელთან შედარებით უარესი იქნება. ამ ფონზე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანას „ცვლილებები სჭირდება“ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი.

კვლევა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში 2-3 იანვარს 1000 ზრდასრულ ფრანგს შორის. შეცდომის ზღვარი არ იყო მითითებული.

ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და მასზე გამოსახული ადამიანები არ არიან რეალურები, შესაბამისად, ფოტოზე ასახული მოვლენებიც არ არის რეალური.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე და თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ
Next: ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.