Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს

მარშალ პრესი 30/12/2025
eka sepashvili

„არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის კომენტარისას.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს.

„იმის მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოიყენებენ უვიზო რეჟიმის შეჩერების ამ ახალ პროცედურას, არ მაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – საქართველო ყველა ტექნიკურ-ობიექტურ კრიტერიუმს აბსოლუტურად პირწმინდად და 100%-იანი შესრულებით ასრულებს, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მათ სურთ ეს პროცედურა გამოიყენონ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად, აქაც ნაკლებად ვხედავ ალბათობას იმიტომ, რომ ეს იარაღი უკვე მოცვდა და დაკარგა თავისი სიმწვავე.
ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოს მტერი ვინც არის კარგად მოგეხსენებათ.
არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს – არ ვიცი რა ნახა ამ ამბავში დასაცინი, მაგრამ ზოგადად ეს სქრინი კარგად გამოხატავს “ქართული” ოპოზიციის სახეს
Next: თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს “ენჯეოკრატიას” ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.