Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს “ენჯეოკრატიას” ხელისუფლება

მარშალ პრესი 30/12/2025
soso shatberashvili

პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.

მისი განცხადებით, ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რაც ორი ათეული წლის წინ იყო, ამ ფონზე, ხელისუფლების მტკიცება, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, მიუღებელია და კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, ის ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

“იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველოს მთავრობა ყველაზე უფრო მომზადებული იქნება დანარჩენ [კანდიდატ] წევრებს შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს “ენჯეოკრატიას” ხელისუფლება. თუ არ აპირებს, მაშინ, უნდა განაცხადოს მკაფიოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ჩვენ ვაუქმებთ 78-ე მუხლს კონსტიტუციაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს.” – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს
Next: ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს “აჰაჰავებს” – გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.