Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 19/12/2025
2005

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და განხორციელება, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ან/და მათში მომხსენებლად ან სხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება.

მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოაწერეს. 

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს ახალი ვებპლატფრომის „დეზინფორმაციის რეესტრის“ შესახებ. 

ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს. ამ  მიზნის მისაღწევად ცესკო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან,  დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას შეუწყობს.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტი ევროკავშირს საზღვარგარეთ აბორტების დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას სთხოვს
Next: საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე პრემიერმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.