Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე პრემიერმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა

მარშალ პრესი 19/12/2025
205

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე-პრემიერმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.

პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.

Belgrade Waterfront-ი 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია Eagle Hills Properties-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.

საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next: აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც, ცხადია, გვახარებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.