Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტი ევროკავშირს საზღვარგარეთ აბორტების დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას სთხოვს

მარშალ პრესი 19/12/2025
5005

“ევრონიუსის” ინფორმაციით, კანონმდებლებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს სოლიდარობის მექანიზმის შექმნისკენ, რათა დაეხმაროს ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ უსაფრთხო და ლეგალური აბორტის გაკეთება საკუთარ ქვეყნებში. კერძოდ, გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტმა დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ფონდის შექმნას იმ ქალების მხარდასაჭერად, რომლებსაც არ აქვთ წვდომა უსაფრთხო აბორტზე საკუთარ ქვეყნებში.

ეს ფინანსური მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტარების მიერ ოთხშაბათს კენჭისყრით დამტკიცდა, საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ორსულობის შეწყვეტაზე წვდომა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც ეს საკუთარ ქვეყანაში კანონით ეკრძალება – რაც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში დღემდე მოქმედებს.

მექანიზმში მონაწილეობა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის შესაძლებელი და ნებაყოფლობითი იქნება და ის ევროპული ფონდებით დაფინანსდება. წევრი სახელმწიფოები აბორტის მომსახურებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ. რეზოლუციის თანახმად, მოთხოვნის მიზანია ევროპაში მრავალი ქალისთვის უსაფრთხო და ლეგალურ აბორტზე სრული წვდომის არარსებობის პრობლემის მოგვარება.

Post navigation

Previous: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა უმასპინძლა
Next: ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.