საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა.
მიხეილ ყაველაშვილი ტაძარში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, თანხმლები დელეგაციის წევრებთან, ასევე სერბეთის პირველ ლედისთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს დელეგაციის წევრებს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ სავას ტაძრის ისტორიისა და იქ დაცული უნიკალური სიწმინდეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
