Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 19/12/2025
penitenciuri

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.
გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.
პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადების გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს რაიმე სახით ან ფორმით სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.”– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ვისაც დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა და თუ ვინმეს ეს არარეალურად მიაჩნდა, ის „რუსეთუმე“ იყო, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
Next: პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა უმასპინძლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.