Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს არის მომენტი, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის – იმედია, მომავალ თვეებში ამას ვიხილავთ

მარშალ პრესი 28/06/2022
კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„საქართველოს მთავრობისთვის, ახლა ის მომენტია, რომ ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა საბჭოს რეკომენდაციები შესრულდეს, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მკაფიო გზაა. [რეკომენდაციები] ამაზე მკაფიო ვერ იქნებოდა. ამ ნაბიჯების შესრულების შემთხვევაში, იმედია, წლის ბოლომდე, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნება. ეს ძალიან პირდაპირი პასუხია საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან. საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირს მისი მიღება სურს, მაგრამ სჭირდება, რომ წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ. არცერთი რეფორმა არ არის ახალი – საქართველო მათზე მუშაობდა და პროგრესი ჰქონდა, ახლა მეტი პროგრესია საჭირო. მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს არის მომენტი, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის – იმედია, მომავალ თვეებში ამას ვიხილავთ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

Continue Reading

Previous: კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია
Next: მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის მიზეზი განმარტა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025