Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის მიზეზი განმარტა

მარშალ პრესი 28/06/2022
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის მიზეზი განმარტა.

„მათ თქვეს ასეთი რამ, რომ ის ინფორმაცია, რაც არის სიმართლე და რაც სათქმელია საზოგადოებისთვის, არასაკმარისი დოზით გამოდის გარეთ კულისებიდან. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ხდება ასე, რომ ყველა პოლიტიკური მოვლენა არ გამოდის საჯაროდ – რაღაც რჩება კულისებში. ყოველთვის არის ის, რაზეც საუბარი შეუძლებელია. ისინი ამას ეთანხმებოდნენ, მაგრამ, მათივე აზრით, არსებობს რაღაც საკითხები, რაზე ლაპარაკიც ალბათ მეტად წაადგება გუნდს, ქვეყანას, საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და ა.შ. ერთადერთი განსახილველი და საკამათო საკითხი ეს იყო. სხვა არანაირი პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ თუ „ქართულ ოცნებაში“, ჩვენი პარტიის ქოლგის ქვეშ იქნებიან, რაღაცაზე, რაც, მათი აზრით, სათქმელია, ვერ ისაუბრებენ. ამაში ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ისინი ტოვებენ პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს, მაგრამ არა მანდატებს, და განმარტავენ, რომ ამ ქმედებით შესაძლოა კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებენ, ვიდრე აქამდე. ამაში ჩვენ არ ვეთანხმებოდით“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

Continue Reading

Previous: აშშ-ის ელჩი: მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს არის მომენტი, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის – იმედია, მომავალ თვეებში ამას ვიხილავთ
Next: მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი და იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომც გინდოდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025