Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

მარშალ პრესი 28/06/2022
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკითხები, რომლებზეც უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით არახამიამ ისაუბრა, არა მედიის მეშვეობით, არამედ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს.

„ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. აქამდეც მითქვამს, რომ ასეთი ტიპის საუბრები უნდა მიმდინარეობდეს მთავრობებს შორის და არა მედიის მეშვეობით. საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოვუწოდებ მათ, განიხილონ ეს საკითხი ორმხრივ დონეზე, დიპლომატიური არხებით. ვიმეორებ, საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი გადაუჭრელი დისკუსია მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის, ახლა არაა იმის დრო, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ახლა საჭიროა, რომ ორივე ქვეყანა მათი საერთო ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს“, – განაცხადა დეგნანმა.

უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. მისივე მტკიცებით, სულ მალე ცნობილი გახდება ქართველი დეპუტატებისა და მინისტრების ანგარიშები.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს
Next: აშშ-ის ელჩი: მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს არის მომენტი, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის – იმედია, მომავალ თვეებში ამას ვიხილავთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025