Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ

მარშალ პრესი 16/12/2025
edisher gvenetadze

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto – ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ.

„აი კიდევ ერთი სამხილი ბალტიისპირეთის, სახელდობრ ვითომდაც უკრაინის მოკავშირე ლატვიელებისგან. თავად მათივე ტელევიზიის ცნობით ევროკაშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში გადის კაუჩუკი, რომლისგანაც კრემლი ამზადებს იმ თვითმფრინავის ბორბლებს, რომელი თვითმფრინავებითაც შემდეგ აგრესორები ხოცავენ უკრაინელებს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ. და ამის შემდეგ ესენი საქართველოს რაღაცაზე მიუთითებენ…“ – წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო
Next: ნაციონალური მოძრაობა, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.