Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო

მარშალ პრესი 16/12/2025
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. დეპუტატის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, თუ რაოდენ უსამართლო იყო საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით,“ – აღნიშნა მან.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით. რეალურად კი, ეს იყო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია
Next: კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.