Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან

მარშალ პრესი 16/12/2025
sozar subari

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

„ასეთი პოლიტიკური სუბიექტი [ნაციონალური მოძრაობა] არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რადგან იგი წარმოადგენს ანტიეროვნულ და ანტიადამიანურ ძალას“, — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს ადამიანის უფლებადამცველს ეძახის, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს ნაციონალური მოძრაობის წარსული.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც საკუთარ თავს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციას უწოდებს, ყველაზე კარგად უნდა იცნობდეს ნაციონალური მოძრაობის წარსულს. ასეთი პოლიტიკური სუბიექტი [ნაციონალური მოძრაობა] არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რადგან იგი წარმოადგენს ანტიეროვნულ და ანტიადამიანურ ძალას. როდესაც საია იცავს ასეთ პარტიას, ის ავტომატურად მისი თანამოაზრე ხდება.

გამოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა, საია და მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და ენჯეოების დიდი ნაწილი ქვეყანაში მეხუთე კოლონას წარმოადგენს და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ
Next: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.