Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს

მარშალ პრესი 28/06/2022
„ქართული ოცნება“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოზარ სუბარმა, მიხელ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განამვლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ: მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირები იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია, გარკვეული უხერხულობები შემქნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე დისკუსიაში ჩვენთან ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, ყოველგვარი ინტერპრეტაციისგან რომ დავცალოთ ეს გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, საჯარო გახდეს, არ არის საკმარისი, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს. სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის მიზეზი განმარტა

Post navigation

Previous: უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ელენე ხოშტარიას პასუხობს
Next: კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.