Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა

მარშალ პრესი 05/12/2025
guram macharashvili

„ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.​

მაჭარაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ.

„მართლაც მნიშვნელოვან და ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც მათ კვოტები ჰქონდათ – კომისიაში, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიას 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ პერიოდს ეხებოდა, როცა ქართულმა საზოგადოებამ ჯოჯოხეთური პროცესები გადაიტანა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არნახული ტანჯვა-წამება განიცადა – მონაწილეობა არ მიიღეს. ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც, მათი აზრით, უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა ან ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს იმ პერიოდში, როცა დეკემბერში აქციები იყო და, მათი აზრით, რაღაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ეს არის რეალობა და მათი მიდგომა? როდესაც პრაქტიკულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი წყარო – „ბიბისი“ საკუთარ მასალას გაემიჯნა, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაადგენს რეალურ მიზეზებს, ნამდვილად იყო თუ არა რაიმე გამოყენებული, როდის და რა იყო შეძენილი. წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ის ნივთიერება, რაც „ბიბისიმ“ დაასახელა, არასდროს ყოფილა შეძენილი, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

Post navigation

Previous: დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას
Next: ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უბედურება დატრიალებულა და ექიმი-ტოქსიკოლოგები ვერ მიხვდნენ? მიხვდა მიშამადიდებელ ექიმთა კასტა, რომლებმაც პირდაპირი დარტყმა მიაყენეს საკუთარ კოლეგებს- ასეთი საქციელით ხომ სრულიად ქართული სამედიცინო სფერო წაბილწეს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.