Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას

მარშალ პრესი 05/12/2025
zaal mikeladze

საქართველოში მოქმედ უცხოურ აგენტურაზე და მათთვის გაცემული დავალებების შესრულებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე. როგორც ის აღნიშნავს, აგენტურული საქმიანობა წლები ხორციელდებოდა და მან თითქმის ყველა სფერო მოიცვა. „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად, კომუნიკაციის საშუალებებს.

მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ არ იცოდნენ… ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით”, – ეს განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.

და იქვე წერს, რომ ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე იყვნენ ,,ჯაშუშ/აგენტები” ვალდებული შეესრულებინათ ეს დავალებები!!! 2012 წლამდე, ჩვენდა საუბედუროდ, ამას აკეთებდა არა მხოლოდ ენჯეო-გაზეთ-ჟურნალ-ტელევიზიები, არამედ ხელისუფალიც. იმედია, ამოიცანით თქვენი თავი! შემდეგში ალბათ გვარებიც დასახელდება. მართლა რა ამაზრზენი უსამშობლოები ხართ… ,,ვყიდულობდითო!!!”- ამაზე დამამცირებელს, ძალიან რომ მოინდომო მეტს ვერაფერს მოიფიქრებ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

Post navigation

Previous: ლევან რატიანი BBC-ის სტატიაზე- სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. ეს არის მორალი და რეგულირება. ამ მიმოხილვას მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია
Next: მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.