Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უბედურება დატრიალებულა და ექიმი-ტოქსიკოლოგები ვერ მიხვდნენ? მიხვდა მიშამადიდებელ ექიმთა კასტა, რომლებმაც პირდაპირი დარტყმა მიაყენეს საკუთარ კოლეგებს- ასეთი საქციელით ხომ სრულიად ქართული სამედიცინო სფერო წაბილწეს?!

მარშალ პრესი 05/12/2025
zurab kadagidze

“ექიმი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ კანონით, არამედ მორალით და რა გამოდის – ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უბედურება დატრიალებულა და ექიმი-ტოქსიკოლოგები, ზოგადად ქართული სამედიცინო სივრცის მუშაკები ვერ მიხვდნენ??? მიხვდა მხოლოდ კონკრეტული მიშამადიდებელ ექიმთა კასტა, რომლებმაც პირდაპირი დარტყმა მიაყენეს საკუთარ კოლეგებს!”-ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ შექმნილ აჟიოტაჟზე წერს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბრიტანული მედია სრულად პოლიტიზირებულ მოსაზრებებს დაეყრდნო.

“დავესეხები პატიოსან და ჭეშმარიტად მაღალი მორალის მქონე ექიმების განცხადებას: პროფესიონალურ კვლევას სამი კომპონენტი განაპირობებს – ობიექტურობა, ნეიტრალურობა და კომპეტენტურობა. თვითონ “ფეიკ-კვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ არცერთი ეს კომპონენტი არ გაუთვალისწინებიათ. შესაბამისად, სრულად პოლიტიზირებულ ნაჯღაბნ მოსაზრებებს დაეყრდნო “ბიბისი”, თუმცა ეს მათი პრობლემაა. ჩვენ საზოგადოებაში კი სხვა, უფრო დიდმა პრობლემამ იჩინა თავი – ექიმი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ კანონით, არამედ მორალით, გაცილებით მაღალ ხარისხში და რა გამოდის – ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უბედურება დატრიალებულა და ექიმი-ტოქსიკოლოგები, ზოგადად ქართული სამედიცინო სივრცის მუშაკები ვერ მიხვდნენ??? მიხვდა მხოლოდ კონკრეტული მიშამადიდებელ ექიმთა კასტა, რომლებმაც მხოლოდ უცხო ძალების პოლიტიკა კი არ აკეთეს, პირდაპირი დარტყმა მიაყენეს საკუთარ კოლეგებს! ასეთ პოლიტიზირებულ და ბოროტ მიზნებს მორგებული საქციელით ხომ სრულიად ქართული სამედიცინო სფერო წაბილწეს?! დიახ, ეს იყო სააკაშვილის ნატვრა, შეექმნა “მიშას თაობა” – “ახალი ადამიანი”, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია ყველანაირი მორალური მდგენელისგან, პროფესიული რეპუტაციისგან და ღირსებისგან. ნუ, ინგლისური ენა ვაღიაროთ, ნამდვილად მაღალ დონეზე იციან…”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა
Next: BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.