Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გივი მიქანაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

მარშალ პრესი 27/06/2022
გივი მიქანაძე

თუ მათი მხრიდან ამის სურვილი არ არის და ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, რომლებიც ვიცით, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის შენაერთებთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლობით, როგორც გვჩვევია, აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ ის, 6 თვის თავზე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რადიკალურ ოპოზიციას კონსტრუქციულ ფორმატში დაიწყონ ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც რეფორმების სახით უკვე დაწყებულია და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ბოლომდეა მისაყვანი.

„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რათა შემდგომი რეფორმები კიდევ უფრო განხორციელდეს საქართველოში. მათ ძალიან კარგად იციან, რეალურად პოლარიზაციის წყარო საიდან მოდის. ჩვენ მარტივად მოვუწოდეთ იმ ოპოზიციურ ნაწილს, რომელიც რადიკალურ ფრთას წარმოადგენს, რომ დეპოლარიზაციისკან გადადგას ნაბიჯები და კონკრეტული შეთავაზებებიც ვუთხარით.

მათი მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება რაღაც რუსულ ინტერესებს ატარებს, რომელიც სრული აბსურდია, ამგვარ რიტორიკას ერთხელ და სამუდამოდ ჩაეხსნან, აღიარონ ხელისუფლების ლეგიტიმურობა და კონსტრუქციულ ფორმატში დაიწყონ ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც რეფორმების სახით განხორციელებულია, ბოლომდეა მისაყვანი და რომლის საშუალებითაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, არსებული გეგმა ერთობლივი ძალისხმევით 6 თვეში ბოლომდე მივიყვანოთ. თუ მათი მხრიდან ამის სურვილი არ არის და ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, რომლებიც ვიცით, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის შენაერთებთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლობით, როგორც გვჩვევია, აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ ის, რაც ჩვენ მართლაც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ამ 6 თვის თავზე მივიღოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

Continue Reading

Previous: ხათუნა ბურკაძე: მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის წინა დღეს საქართველოსთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, რაც ადასტურებს, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება
Next: ვიქტორ ყიფიანი NATO-ს სამიტზე: ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა ვიქონიოთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025