Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი NATO-ს სამიტზე: ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა ვიქონიოთ

მარშალ პრესი 27/06/2022

NATO-სთან მიმართებით მოლოდინებზე საუბარი ალბათ ყველაზე უმადური საქმეა, რადგან მსოფლიო იმდენად აირია, წესრიგი ამოყირავდა, რომ ბუნებრივია, ჩვენ არა მარტო მტკიცე განცხადებების მხარდაჭერის მოლოდინში უნდა ვყოთ, არამედ კონკრეტული მოქმედებების,- ამის შესახებ ანალიტიკური ჯგუფის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საზოგადოებრივი შრისა, საერთო კონსენსუსია საზოგადოებაში ჩვენს ამ ზოგად ცივილიზაციურ არჩევანზე. რაც შეეხება მოლოდინებს NATO-სთან მიმართეით, დღეს საუბარი ალბათ ყველაზე უმადური საქმეა, რადგან მსოფლიო იმდენად აირია, წესრიგი ამოყირავდა, რომ ბუნებრივია, ჩვენი სავსებით საფუძვლიანი მოლოდინია, რომ ჩვენ არა მარტო მტკიცე განცხადებების მხარდაჭერის მოლოდინში ვიყოთ, არამედ კონკრეტული – მოქმედებების. თუმცა, ამ მხრივ რამდენად დაუკავშირდება ეს ორი ერთმანეთს, ალბათ ამ შემთხვევაში ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა ვიქონიოთ. რამდენად მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომ შინაარსობრივი და საგნობრივი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში. ალბათ ეს ამჟამინდელი დღის წესრიგის საკითხი არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება დეკლარაციაში როგორ გამოიხატება მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს მიმართ არის“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი იენს სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

Continue Reading

Previous: გივი მიქანაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ
Next: ირაკლი კობახიძე – კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას, არცერთი ევრო/ცენტი არ დაუკარგავს საქართველოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025