Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხათუნა ბურკაძე: მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის წინა დღეს საქართველოსთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, რაც ადასტურებს, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

მარშალ პრესი 27/06/2022
ხათუნა ბურკაძე

მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, სამიტის წინა დღეს საქართველოსთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება, ეს არის დასტური იმისა, რომ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,- ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ, „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„დღეს „ჯეოქეისში“ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც სამოქალაქო სექტორის და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს წერილი და მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანსა და წევრი ქვეყნის ლიდერებს. ამ წერილში ძალიან მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია დახმარების ახალი პაკეტის შემუშავება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, სამიტის წინა დღეს გააკეთა ამაზე განცხადება, ეს არის დასტური იმისა, რომ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, მათ შორის კიბერ თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსართხოების უზრუნველყოფა“,- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

Post navigation

Previous: G7-ის ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა ბელარუსს Iskander-M-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შეიძლება გადასცეს
Next: გივი მიქანაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.