Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა

მარშალ პრესი 27/11/2025
586737947_1288053910030732_2912922801525724705_n

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

შეიცვალა მოედნების დაზიანებული ხელოვნური საფარი, მავთულბადე, აღდგა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, მოწესრიგდა მოედნების კარკასი.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 515 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Post navigation

Previous: მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში წამყვანი პოზიცია უჭირავს – გამოცემა “ეკონომისტი”
Next: კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცებთან ერთად 6,5 მილიარდის ინვესტიციას ეწინააღმდეგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.