Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცებთან ერთად 6,5 მილიარდის ინვესტიციას ეწინააღმდეგება

მარშალ პრესი 27/11/2025
dito samkharadze

“ნაცების მავნებლობა ყველამ ვიცით და გასაკვირიც არ არის Eagle Hills-ის მიერ უპრეცედენტო ინვესტიციას რატომ ეწინააღმდეგებიან!”- წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში. დეპუტატის თქმითვე, თუ ვინმეს, მართლა ჩვენი ქვეყნის გაძლიერება სურს, ინვესტიციას კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ ისეთ გოთვერნებს, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, საქართველოს აზიანებს! რაც შეეხება Eagle Hills-ის ინვესტიციას, სამხარაძე ამბობს, რომ ეს ინვესტიცია სჭირდება საქართველოს და აუცილებლად განხორციელდება.

“ნაცი აბა რისი ნაცია, რომ ქვეყნის განვითარებას ხელი არ შეუშალოს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობის გაზრდა არ უნდოდეს! იმათთან გარბიან, ვინც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას სახელმწიფოებს აიძულებენ, უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით და ცალ ფეხზე დგომით ეხვეწებიან ხელი შეუშალონ ინვესტიციების შემოტანას საქართველოში! ესაა ნაცის დანიშნულება. ეგეთ ნაცს, არაბული აქლემიც ჯობია! ერთი სიტყვით, ნაცების მავნებლობა ყველამ ვიცით და გასაკვირიც არ არის Eagle Hills-ის მიერ უპრეცედენტო ინვესტიციას რატომ ეწინააღმდეგებიან! მაგრამ, ჩემი პოსტი სხვებს ეხება! გამგები გაიგებს და ადრესატამდეც ვიცი რომ მივა, ვინც ნაცებთან და ნაცურ პარტიებთან ერთად 6,5 მილიარდის ინვესტიციას ეწინააღმდეგებიან, ხალხს ატყუებენ, თითქოს არაბიზაცია, არაბული ქალაქი, მეჩეთები და ამის მსგავს დებილობებს პრუტუნებენ!

ასეთებთან მაქვს ერთი კითხვა: ბიჭო, არ გიტყდებათ იმ ხალხისგან ფულის აღება, ვინც ჰომოსექსუალების პრაიდს აფინანსებდნენ საქართველოში? ვიცი რომ უარყოფთ, მაგრამ თქვენ თქვენს გულში რომ ჩაიხედოთ და დარწმუნდეთ, გაშიფრულები ხართ, დავკონკრეტდები! იმ უცხოელი პიროვნებიდან, დავალებების და ფულის მიღება, რომელიც უშუალოდ მართავს და აფინანსებს ენჯეოებს, ვინც ერთნაირაქესიანთა ქორწინებას და ლგბტ საზოგადოების შექმნას უწყობს ხელს საქართველოში? არც გაბედოთ იმის თქმა, რომ არ იცოდით. ხომ იცით, რომ აუცილებლად გამჟღავნდება, ადრე თუ გვიან, თქვენი გარიგება და მერე? ხალხს ნუ ატყუებთ და თუ ვინმეს, მართლა ჩვენი ქვეყნის გაძლიერება სურს, ინვესტიციას კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ ისეთ გოთვერნებს, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, საქართველოს აზიანებს! გუშინ პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა Eagle Hills-ის ინვესტიციაზე. ეს ინვესტიცია სჭირდება საქართველოს და აუცილებლად განხორციელდება! მარტო ისიც საკმარისი არგუმენტია, რომ ამას ნაცი ეწინააღმდეგება. ქვეყნისთვის ცუდი რომ იყოს, ნაციც გაიტრუნებოდა და ჩემი პოსტის ადრესატებსაც, საქართველოში ჰომოსექსუალების ინტერესების დამფინანსებელი მენეჯერი, გაჩუმებაში გადაუხდიდა ფულს”- წერს სამხარაძე.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა
Next: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.