Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში წამყვანი პოზიცია უჭირავს – გამოცემა “ეკონომისტი”

მარშალ პრესი 27/11/2025
ukrainis omi

26 ნოემბერს, ამერიკელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა აბუ-დაბიში სამშვიდობო შეთანხმების გადამუშავებულ პროექტზე კონსულტაციები დაასრულეს, – იუწყება The Economist-ი. გამოცემის წყაროს ცნობით, დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ მოლაპარაკებები უკრაინის სასარგებლოდ არ მიდის: დისკუსიები ფოკუსირებულია რუსეთის მოთხოვნების უკრაინის დათმობებთან შეთავსებაზე.

„და საბოლოო სიტყვა, სავარაუდოდ, კრემლს ექნება“, – ხაზს უსვამს გამოცემა.

სტატიის თანახმად, თავდაპირველ 28-პუნქტიან გეგმას აშკარად პრორუსული მიკერძოება ჰქონდა: ის უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებს, მისი არმიის რაოდენობრივ შეზღუდვებს და შეერთებული შტატებისთვის ფინანსურ დათმობებს ითვალისწინებდა. გადამუშავებული 19-პუნქტიანი ვერსია ზოგიერთ მოთხოვნას არბილებდა, მაგრამ ძირითადი „ეკლიანი“ საკითხები – დონეცკის სტატუსი, ნატოში წევრობა და ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასაწყვეტი დარჩა.

The Economist-ი ასევე უკრაინისთვის ორ მთავარ საფრთხეს ასახელებს: შიდა, რომელიც დაკავშირებულია ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან და გარე – ფრონტის ხაზზე გაუარესებული სიტუაციის გამო.

წყარომ The Economist-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

Post navigation

Previous: ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ცხრა სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.