Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 27/11/2025
unnamed

ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის  თავმჯდომარე დავით ასათიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე. მემორანდუმი  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ასოციაციაში გასამართი მართვის ორგანოების არჩევნების საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების და ჩატარების პროცესში. 

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმოადგენს მყარ საფუძველს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ აქტივობებში. ასევე აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილების გაზიარებასა და სათანადო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა ინსტიტუციამ შეძლოს კორპორაციული არჩევნების ეფექტიანად და მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“, -აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს ცესკოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც საშუალებას მისცემს ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დამოუკიდებელ თვითმმართველობას, მოახლოებული კორპორაციული  არჩევნები ჩავატაროთ უფრო მაღალ დონეზე, ეფექტიანად გამჭვირვალედ და  სამართლიანად, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს მხარდაჭერა, ტექნოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ სამაგალითო და მოდელური არჩევნები გვექნება ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში“,- განაცხადა დავით ასათიანმა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოში მოაწერეს.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით: როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, მათ შორის, ქვეყნის დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკით განისაზღვრება
Next: მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში წამყვანი პოზიცია უჭირავს – გამოცემა “ეკონომისტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.