Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით: როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, მათ შორის, ქვეყნის დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკით განისაზღვრება

მარშალ პრესი 27/11/2025
zurab kadagidze

„როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის განისაზღვრება, მათ შორის, ქვეყნის დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული „ლელო“ გახდა ამ პროექტის გაშავების მთავარი ნაწილი, რაც გასაგებია, რადგან ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ცვლიან და ამიტომ, პოლიტიკურ მავნებლობაზე არიან გადასულები. „[Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით], სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში გამოჩნდნენ აქტორები, ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთა შორისაა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს – „ლელო“, ბიზნესმენების პარტია, რომლებიც საუბრობენ, რომ თურმე ინვესტიცია და ბიზნესი საქართველოს განვითარებისთვის ხელისშემშლელი ყოფილა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იციან, რომ ხელისშემშლელი კი არა, პირიქით, [ეკონომიკის] განვითარების ხელშემწყობია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ვერანაირად ვერ ცვლიან, აბსოლუტურ მავნებლობაზე არიან გადასულები. ამიტომაც ვუწოდებთ რადიკალებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელთა შორის „ლელო“ გამორჩეულია. სწორედ „ლელო“ გახდა ამ პროექტის გაშავების ნაწილი. ხოლო, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც [სკეპტიკურად უყურებს ამ პროექტს], ინფორმაციას ზედაპირულად ფლობს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ერკეთში დედათა მონასტრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
Next: ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.