Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 27/06/2022
შემოსავლების სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

„თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე წლის 26 ივნისს შევიდა. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს, კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიისა და სამოქალაქო სექტორის, ერთი ნაწილის მიერ, გაშლილია ტოტალური შეტევაა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის ბოლო მაგალითია პორტში, არასანქცირებული ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი
Next: მიხეილ სარჯველაძე პრაიდის კვირეულზე: უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არა სხვა პირთა პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.