,,დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიის და ასევე, მათი მომსახურე სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ, გაშლილია ტოტალური შეტევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამის ბოლო მაგალითი გახლდათ, ჩვენს პორტში, არასანქცირებული გემის მიერ, შემოტანილ სანქცირებულ ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე,
როგორც ანჯაფარიძე წერს, გემსაც და ტვირთსაც მოექცნენ ისე, როგორც სანქცირებილი რეჟიმი და კანონი ითხოვს. ასე რომ, სულ რამდენიმე საათი იცოცხლა ფეიქმა.
,,დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიის და ასევე, მათი მომსახურე სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ, გაშლილია ტოტალური შეტევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის ბოლო მაგალითი გახლდათ, ჩვენს პორტში, არასანქცირებული გემის მიერ, შემოტანილ სანქცირებულ ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი. დავინახეთ, რომ გემსაც და ტვირთსაც მოექცნენ ისე, როგორც სანქცირებული რეჟიმი და კანონი ითხოვს. ასე რომ, სულ რამდენიმე საათი იცოცხლა ფეიქმა. ევროინტეგრაციის თემით მოხერხებულად შეფუთული ე.წ. „არაძალადობრივი წინააღმდეგობას“, სინამდვილეში ეწოდება ანტისახელმწიფოებრივი პუტჩს, სხვაგვარად არც შეიძლება ეწოდოს. ამაში ჩართული არიან გარე ძალებიც. ეს უკვე ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. რად ღირს თუნდაც „კოლექტიური არახამიების“ შემოტევები. ახლა კი მთავარი საკითხი: 1/ვის აწყობს ის, რომ საქართველომ ვერ/არ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? პასუხი ცხადზე ცხადია. 2/ რა უნდა გაკეთდეს, რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს? ქვეყანა, უნდა ჩაიძიროს პერმანენტული დესტაბილიზაციის მორევში მინიმუმ 3-4 თვით. ვის აწყობს ეს? ვიცით 3/ ვისი საქმის გამკეთებლები არიან ისინი, ვინც ამას ამზადებს ჩვენს ქვეყანაში? -რუსეთის! შესაბამისად, 3 ივლისის აქციის მთავარი ბენეფიციარის ვინაობაც ცნობილია.” წერს ანჯაფარიძე Facebook- ზე.
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს