Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პრაიდის კვირეულზე: უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არა სხვა პირთა პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ

მარშალ პრესი 27/06/2022
სარჯველაძე

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეალურად უზრუნველყოფილი იყოს იმ პირთა უსაფრთხოება, ვისაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი აქვთ, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ კვირეულზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საზოგადოება განსხვავებულ აზრს ძალადობრივი ფორმებით არ უნდა დაუპირისპირდეს.

„უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს სხვა პირთა მიერ გამოხატული პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარ თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მანამდე, პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე მოქალაქეთა ჯგუფი კანონპროექტის ინიცირების უფლებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სექსუალური ნიშნით შეკრებები უნდა აკრძალულიყო, თუმცა ამ ინიციატივაზე უარი მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან.

Post navigation

Previous: ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
Next: იენს სტოლტენბერგი: როდესაც ლისაბონში წინა სტრატეგიული დოკუმენტი მივიღეთ, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.