Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თვალყურს ვადევნებდი, როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მაგრამ აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს

მარშალ პრესი 25/11/2025
giorgi gamsakhurdia

გიორგი გამსახურდია ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

გამსახურდიას თქმით, არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიმართლე არ დამტკიცებულიყო.

მისივე შეფასებით ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში არ გახვია, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა.

“დღეს ვადევნებდი თვალყურს, თუ როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მის უმგამჭვირვალესი გზით ნაშოვნ თანხებთან დაკავშირებით. ალბათ არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც მისი სიმართლე არ დამტკიცებულიყო. მაგრამ, აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს. ისმის კითხვა, რისთვის ისჯება ეს ადამიანი? თუ მარსზე არ ცხოვრობ (თუმცა იქაც სიმართლე სიმართლეა), პასუხი ერთია – ისჯება იმიტომ, რომ არ გახვია ქვეყანა ცეცხლის ალში, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა. აი ეს არის ამ ყველაფრის თავი და ბოლო. არაფერი აქ, გაზვიადებული არ არის, ეს არის ფაქტი და სხვა არაფერი”- წერს გამსახურდია X-ზე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
Next: აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ უორენ დევიდსონს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.