Skip to content
25/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა

მარშალ პრესი 24/11/2025
2005
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობასა და ქრისტიანულ კულტურას ეფუძნება.
“შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივანთან, სადაც საუბარი გვქონდა ვატიკანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. საუბარი გვქონდა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ძალიან საინტერესო საუბრები შედგა.  ეს ყველაფერი გვიღრმავებს იმის რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: პრემიერი Credit Suisse-ის საქმეზე – ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი, ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი
Next: თვალყურს ვადევნებდი, როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მაგრამ აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.