Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ უორენ დევიდსონს შეხვდა

მარშალ პრესი 25/11/2025
104

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელმჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან შეხვედრა გამართა, რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს და აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

“აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, უორენ დევიდსონთან, (R) რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს. კონგრესმენი დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარეა და ფინანსური სერვისებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრია.

შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) მნიშვნელობასა და დადებით გავლენას რეგიონში.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: თვალყურს ვადევნებდი, როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მაგრამ აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს
Next: კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.