Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰერმან საბო: ევროკავშირი ნიშნავს ერთად ცხოვრებას და ამისთვის, თუ ერთ სამეზობლოში ერთ ქცევის წესია „მოსული“ და მეორე სამეზობლოში მეორე, ეს ერთმანეთთან ვერ დაახლოვდება

მარშალ პრესი 27/06/2022
ჰერმან საბო

ევროკავშირი ნიშნავს ერთად ცხოვრებას და ამისთვის, თუ ერთ სამეზობლოში ერთი ქცევის წესია „მოსული“ და მეორე სამეზობლოში მეორე, ეს ერთმანეთთან ვერ დაახლოვდება,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანაში არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო.

„ყველა ის წინსვლა, რომელსაც აქამდე მიაღწია საქართველომ, იყო ბიუროკრატიული. ევროკავშირში დაინახეს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ არ მიდის, ირანი არ არის, ადამიანები წესიერად იქცევიან, ნაკლები პრობლემაა, როდესაც ევროპაში ჩადიან, ნელ-ნელა როგორც ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს ევროპისკენ, ისე მათ გადმოდგეს ჩვენკენ. მაგრამ, საბოლოო ჯამში ევროკავშირი ნიშნავს ერთად ცხოვრებას და ამისთვის, თუ ერთ სამეზობლოში ერთი ქცევის წესია „მოსული“ და მეორე სამეზობლოში მეორე, ეს ერთმანეთთან ვერ დაახლოვდება. იმ ბოლო ნაბიჯის გადადგმას სჭირდება სწორედ პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში და არა ტექნიკური“,- განაცხადა ჰერმან საბომ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: მოთხოვნები ხელისუფლების ჩანაცვლებაზე ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს
Next: ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებს, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.