Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში რეზერვისტების ჩართულობით საველე სწავლება ჩატარდა

მარშალ პრესი 19/11/2025
105

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით, შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა, სადაც მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.

წვრთნებში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204-ე ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ. იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეზერვისტებმა კონტაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს.

„დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, კომპეტენციის ფარგლებში, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.

„დიდგორი 2025“ კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. სწავლების განმავლობაში რეზერვისტთა მომზადების ცენტრი მოქმედებს, სადაც ისინი ტაქტიკურ საკითხებში გადიან მომზადებას.

 

Post navigation

Previous: გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურსა და გურიის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.